Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 14 » სულზე უტკბესო!
3:34 PM
სულზე უტკბესო!
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში – სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ახლა მარტო ვარ უშენობით განაწამები
ვით საუკუნე გაივლიან ისე წამები
არ გელოდები სინანულით მივსტირი მხოლოდ
გულში დარჩენილ სიყვარულის მტკივნეულ ბოლოს!..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1123 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.