10:20 AM სულში – იარა | |
თვალებში –ცრემლი, სულში – იარა, ყვავილი –ბევრი, დრომ – გაიარა. ნაოჭი – შუბლზე, დარდი – ფარული, ნახეთქი – გულზე, მზერა – ქალური. ნაპობი – ბაგე, მოწვეთავს შხამი, ღრუბელი – ცაზე, შეკრული რკალი ნატანჯი – სახე, ნიღაბი – ცარცის, ვუყურებ მახეს, ფუნჯებით გაცრილს. გუაში – სველი, ჩარჩოს ღიმილი, სამყარო – მთელი, ტილოს ტირილი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |