4:26 PM -სულელო... | |
სულელო...
ღამეა და ამეკვიატე, წერილი ჩემიდან შენამდე მესიჯად, მოვა და ერთ დილას კვლავ გაგილამაზებ, სიყვარულს დაგიფენ სუნთქვასთან სხივებად. ოცნებებს არ ვეტრფი და როგორც არასდროს, ვგრძნობ, უკიდეგანო-მე, რეალისტი ვარ, ხვალ სიო დაკეცავს გაშლილ ფრთებს სანაცვლოდ, ვითხოვ და სიზმარშიც თვალებში ჩაგხედავ. სულელო... მსურდი და დღეს აგიკვიატე, დღე არა, ღამეა, ჩურჩულის საათი, ქვაფენილს ფეხდაფეხ, რომ ავეტიალე, ფიქრებად კი არა, სურვილის ნაფაზით... გრძნობებით თამაში არ-ჩემეულია, სულელურ ფრაზებით არ მინდა მოგხიბლო, ამ წერილს უბრალოდ, მესიჯად ვაგზავნი, სამ სიტყვად: მიყვარხარ! მიყვარხარ! სულელო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |