0:56 AM სტატუსებიი | |
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც.. **** მალე გაწვიმდება, წვიმა ნაღვლიანი სულის ნოსტალგიას შველის, ზეცა ატირდება, სითბო მომინდება, ნახვა მომინდება შენი, სევდა მომეძალა, როგორ მენატრები, დარდმა წამიშალა ფერი, მე შენს მოლოდინში სული დამეღალა და მაინც ჯიუტად გელი... **** ოდნოებში შეპარულა მელა, ბიჭებს ეჩათავებოდა ნელა, შენ დედიკო გააჩუმე ენა, გაკვეთილი ნასწავლი მაქვს ყველა. **** მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით, წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.. მერე რა მოხდა ამ ახირებით, თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.. **** სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა... **** იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე. **** ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მოსწონს, კეთილი – გულს, პირველი – ლამაზი ნივთია, მეორე – საუნჯე. **** ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, უმეცრება, უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას. **** ყველა ადამიანი ბრძენია, თუ იგი თავის თავში ამის ნიჭს აღმოაჩენს. **** ქვეყნიერება ყველა ადამიანის მოთხოვნილებას აკმაყოპილებს, მაგრამ, ვერ აკმაყოფილებს ყველა ადამიანის სიხარბეს... **** ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი... მწარედ ცდებიან! | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |