Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » სიყვარულის ვარსკვლავები
10:08 PM
სიყვარულის ვარსკვლავები


მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ! 
მოგატყუებ და ზევით აგახედებ, 
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას 
მინდა გაოცებით გადმომხედო. 
იცი რა ლამაზად გიმუქდება 
თვალებში სიხარულით გაოცება? 
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს 
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ... 
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ 
ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები, 
ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება - 
რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით. 
ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს 
ახალი წლის ღამე რომ თენდება, 
თვალებს ვეძებ წამწამთა სიღრმეში 
და ჩემი სუნთქვის გაჩერებას, 
მოდი, ვარსკვლავები დავითვალო
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1051 | დაამატა: admin | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-02-09 - 12:26 PM

ra uritmo leqsia :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.