2:58 PM სიყვარული... | |
სიყვარულიც ხომ არსებობს და სხვა სიყვარულიც... მონატრებაც ხომ გაგიგია - მოსანატრებლად... ლოდინისაც ხომ გშინებია მოლოდინის დროს, წყურვილიც ალბათ მიგიგდია გადასავლელად... გულის ცემაც ხომ გაგიგია და გულის ფეთქვაც, იქნებ სულისაც, გულისაც ან მთელი არსების. იქნებ ცრემლებიც შეგიშრია ნებაყოფლობით, და სიზმრებიც კი დაგიტვირთავს გადაზმანებით... იქნებ ზამთარში გინატრია წამით სიცივე, იქნებ გაზაფხულს ჩაუვლია უგაზაფხულოდ, იქნებ წუთიც კი გაგივიდა წამის გარეშე, მაგრამ არ მჯერა გავძლოთ წლობით უერთმანეთოდ... სიყვარულიც ხომ არსებობს და სხვა სიყვარულიც!... თვალებიც ალბათ გაგითბია თეთრი სანთლებით... მონატრებაც ხომ გაგიგია !-სხვა მონატრებაც! შენთვის ამოსულ მზეზე უფრო ამოვნათდები... მჯერა წამების გასვლისაც რომ შეგშინებია, რადგან წამები უფრო იტევს ჩემს სიახლოვეს... მჯერა რომ სითბოს შეტოვებაც მოგდომებია, რადგან სითბოც კი ჩემზე უფრო გვიან დაგტოვებს... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |