Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აგვისტო » 30 » შორსახარ
11:33 AM
შორსახარ
შორსახარ.

შენამდე მდუმარე ნისლია

და მსუბუქ დალალთა შერხევის ქარები,

ჩვენს ვნებებს ზეწარზე ვერ გადაისვრიან

და მთრთოლვარ თითებით ვერ მოგეკარები.

ვერ გეტყვი,

რომ მინდა მზესავით უღლელი,

ზღვასავით უშრეტი სითბო და ალერსი,

და შენი გაშლილი მკლავების უღელი,

რომ ტვირთი გავწიო ამ სიმხურვალესი.

ვერ ვიგრძნობთ მე და შენ

ღამეულ ავდართა

ნოტიო სიგრილით დახორკლილ სიშიშვლეს

და მზერა - მოწილე ცეცხლთა და ღადართა

უძილო წამწამებს ზეცისკენ მიიშვერს,

იქნება ღრუბლებში მოგაგნო ძვირფასო,

იქნება წვიმა ხარ

ცრემლებად ნაწვეთი?

მოვალ და დაგხატავ, ვით შედევრს პიკასო,

რომ ჩემი ოცნება - ფიქრისგან ნაცვეთი

ათასგვარ ფერებად დაალღვეს იმ ტილოს,

სითეთრით

მაგ სპეტაკ სხეულს რომ ედრება

და შენით დათრობამ ბავშვივით იტიროს,

რომ ვნებად ვერ მოგცა ეს შემოქმედება
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 856 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.