Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 16 » შენი ტუჩების ფერი...
11:22 AM
შენი ტუჩების ფერი...
შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს

სიმწიფის ფაზაში წითლად რომ სკდებიან,

ამაყად დადიხარ ქალწულთა აღლუმზე

მე კი ლექსებს გიძღვნი, გადმოღვრილს მკერდიდან.

შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს,

ურცხვად რომ მიმზერენ, სკდებიან ვნებისგან,

ვისაც არ უყვარხარ მოვითხოვ დადუმდეს!

და ვითხოვ სიცოცხლეს, შენს გვერდით, ზეცისგან.

ახლა ზაფხულია შენსავით მხურვალე

მე კვლავ ვაკვირდები მზით გამთბარ პეიზაჟს:

შენი ტუჩების ფერი აქვთ ალუბლებს

სიმწიფის ფაზაში წითლად რომ სკდებიან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 2009 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.