Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » - შენ თქვი ...
2:54 PM
- შენ თქვი ...
შენ თქვი, რომ თითქმის ყველა კრავი ბრუნდება სახლში,
ამბობ და მესმის, რომ წაქცეულ ხეების იქით,
ჩვენი წინაპრის ძვლებია და მივიდეთ ახლოს.
თუ მამაშვილურ, ყველა ნათქვამს სხვაგვარი ექო-

გაუდის, მაშინ ჩვენც, ერთ-ერთი ვართ იმათ შორის,
ვინც მიდის გზაზე და სიმძიმეს განიცდის მიწის,
როცა ღრუბელი ზეცას ბოლო სისველეს უშრობს
და ანგელოზი ღვთის კარებზე თვეობით იცდის,

ჩვენ, მაშინ, დიდი გულისყურით შერჩეულ წიგნებს,
ვკითხულობთ, ხშირად ლაპარაკობ შენ დედაჩემზე,
შემოდგომაა, ნოემბერი ბოლოჯერ იქნევს-
კუდს და ამბობ, რომ მარტო სახლში ვერა და ვერ ძლებ.

ამიტომ, როცა მე ჩამოვალ სოფელში მამა,
მანამდე, სანამ ღმერთს ვადიდებთ სულ თითო ჭიქით,
მინდა, რომ ბაღი მოვიარო და ფერთა გამამ,
ორივე ძლიერ გაგვაბრუოს,სიტყვების იქით.

მე, შენი, მხოლოდ, შემოხედვაც მეყოფა ნაღდად
(ზაფხულის ხვატში მხარდამხარ რომ ვბარავდით მახსოვს),
ეს სამყაროა სისულელე და ჩუმი ნაღმი,
დიდი ხანია, რაც ორივე აგვიგდო მასხრად.

კარებთან ვდგავარ თავდახრილი და ვაკაკუნებ,
სინანულის და მონატრების ათასი აკმა,
გარეთ ქარია, იჩხვლიტება, როგორც კაკტუსი,
კარი გამიღე, მე დავბრუნდი სოფელში მამა

და თქვი, რომ თითქმის, ყველა კრავი ბრუნდება სახლში.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 740 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.