Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » შენ მიდიოდი
5:45 PM
შენ მიდიოდი

შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს.
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს.
შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
ჩვენს შეხვედრას,
როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით
და უთქმელს ვტოვებდით
მთავარს.
არ ვიცი, რატომ მაგრამ
ეს ორივემ კარგად ვიცოდით
და მაინც...
შენ სიგარეტის კვამლს
აყოლებდი ფიქრს,
მე - ყავის სიტკბოს.
და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,
როცა ჩვენი ირიბი
და სადღაც ერთ წერტილში
გადაკვეთილი მზერა
გაშიშვლდებოდა და
ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები
აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.
მერე კი....
მერე
ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა
ერთადმავალი
ჩვენი სველი ნაფეხურები .

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 752 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.