Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » სამყარო ისეთი ცარიელი იყო.
5:51 PM
სამყარო ისეთი ცარიელი იყო.
სამყარო ისეთი ცარიელი იყო, რომ
ფიქრებმა დასაჯდომი ადგილი იპოვეს.
ფიქრები ისეთი ცარიელი იყო, რომ
აზრებმა გარემოს გამოცვლა ითხოვეს.
გარეთ შემოდგომა ფოთლებს თავს ესხმოდა,
შიგნით გაზაფხულის ნაკვალევს ვეკვროდი,
ნაწვიმარ ფანტელებს მზე ცეცხლს უკიდებდა,
მე წლების გროვებით შემკრთალი ვთბებოდი.
სამყარო ისეთი ფერმკრკრთალი იყო, რომ
ფერების საფლავებს ზეცაში მოვძებნი,
იმდენ თვითმკვლელობას ვუცქირე ფოთლების
აღარ მაკვირვებდა ხმა ქარის გოდების.
ვშორდები, ვშორდები, შეგძნებებს ვშორდები
დრო დროში იწვება დრო დროში მორგებით
გარეთ შემოდგომა ფოთლებს თავს ესხმოდა.
შიგნით გაზაფხულის ნაკვალევს ვეკვროდი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1184 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.