0:59 AM სამოთხე | |
სამოთხეში ვარ?
არა პატარა, ჩვენ ერთად ვიწვით სატანის სახლში. ჯოჯოხეთში ვარ? დიახ, პატარა! აქამდე როგორ ვერ მოგხვდა თვალში? რომ გავიქცეთ რა? არა მგონია, მოგვაბრუნებენ ეგრევე გზაში... თავს ვერ დავიცავთ? კარგად დაფიქრდი, მოგვათავსებენ მდუღარე წყალში. შენ რომელი ხარ? უფალო ღმერთო, ნეტა რა უდევს ამ გოგოს თავში... გაბრიელი ხარ? გაბრიელი ვარ და ტანს მიმშვენებს ჯორჯიო არმანი?! მაშ რომელი ხარ? არ გახსოვს ალბათ, საბედისწერო გასროლა თავში. ჩემი მკვლელი ხარ! ციხეს ველოდი- მთლად უარესს არ მოვკარი თვალი?! შენ რაღამ მოგკლა? კარგი კითხვაა- მე შენი ცოდვით ვიყავ დამწვარი... კარგი, თუ ძმა ხარ. შენთვის თუ არა სხვისთვის ხომ მაინც ვიყავი მკვდარი? აფერისტკა ხარ და ორი დღის წინ რევოლვერს თითი ამიტომ ვკარი. აღარ მოკეტავთ? და გვერდით მყოფმა დემონმა მოაჯახუნა კარი. შენ მე გიყვარდი? აბა პრინცესა! შენს გვერდით ცეცხლიც ყოფილა კარგი! ეს სიყვარული რატომ არ გაქრა? შენს გამო რომ მოვიკალი თავი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |