Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » საით მივყავარ ჩემს ბედისწერას
8:54 PM
საით მივყავარ ჩემს ბედისწერას
http://i002.radikal.ru/1109/c9/af764d78cacc.jpg
საით მივყავარ ჩემს ბედისწერას,
კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ,
გაჩენის დღიდან რას მექიშპება,
რას მემართლება,რა უნდა ჩემგან?
მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი
და გზას მივყვები უცოდველს,მართალს,
ბედი კი მაინც,როგორც რობოტი,
ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს.
რაც კი გულს უნდა როდი სრულდება,
სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია,
ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ,
როგორ მოვიქცე ვერ გამიგია.
ბედის სიმკაცრით შეშინებული
არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის,
თუმცა სიკეთით ვარ ანთებული,
მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.
მორჩილი მგზავრი ჩემს ბედს მივყვები
აუხდენელი ნატვრით,ოცნებით,
უფლის წინაშე უხმო ვედრებით,
მოკრძალებული,ჩუმი ლოცვებით...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 919 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-09-09 - 10:35 PM

smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.