1:41 PM რვა მარტი | |
რვა მარტი - თითქოს ნაზი და ერთობ ბრწყინვალე, ეს გაზაფხული გრძნობას გადამდებს, ზაფხულის სითბომ გადამავიწყა, დღემდე რომ დავდევ ზამთრის ნაკვალევს… - წვიმის წვეთებში დავიდებ ბინას, და სარკმლის შიგნით ანთებულ თვალებს, გარედან ვეტყვი ყოველ წლის ამ დღეს: -შენს სადღეგრძელოს თვით მარტი დალევს! ************** სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში... მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე... რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით... სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო... აქაც ბოლო ვიყავი. და როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებით, სიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეუერთდნენ ქალები. წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული, და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა გადადებული... სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო... გაზაფხული იღვიძებდა იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.. სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |