Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » როცა ახდება
4:21 PM
როცა ახდება
როცა ახდება ფუჭი ნატვრები,
მოგენატრები...
მოგენატრები ზაფხულში ქარად.
როგორც გჩვევია -
მტკიცედ და წყნარად.
მაგრამ ვიცი რომ, მოგენატრები.

ცა რომ მორჩება გლოვას იების,


მონანიების...


უფრო კი, შეცვლის ნატვრა გექნება,


მაგრამ ვერ ქრება


უცნობი ალი -


რაღაცას იცავს.


მონანიების მლაშე კურცხალი


დანამავს ფიცარს.

როცა დაჭკნება ყველა ვარდები


შეგიყვარდები...


და ჩავარდები


უძირო ხევში


ხან ტანჯვისა და ხან ნეტარების...


მხოლოდ ოცნება გექნება ხელში


და გასაღები გულის კარების.

და მაშინ, როცა უკვე გავქრები,


შენ ვერ ჩაქრები.


და კელაპტრები აენთებიან.


სხვა ვერ შეიგრძნობს,


თუმცა ხვდებიან,


რომ ემსგავსები ჩუმი სიზმრების


მნათობს ფრთებიანს.

და დასრულდება ესე ზღაპარი...


შემდეგ კი სუსტი, მიუსაფარი


პურის ყანები დახრიან თავებს.


ჩაიცმევ შავებს.


და გრიგალებიც


ოქროს ფოთლებთან დახევენ ზავებს.

დაიფანტება ყველა ლანდები,


ზამთრის ცივ ღამეს მოგელანდები. . .


და დაილევა ღვინოდ ნატვრები,


შემდეგ კი, ისევ მოგენატრები.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1050 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.