Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აგვისტო » 30 » როგორ დაგშორდი უფალო ჩემო
12:49 PM
როგორ დაგშორდი უფალო ჩემო
როგორ დაგშორდი უფალო ჩემო
აღარც კი მესმის ძახილი შენი,
დავეხეტები ამ ტრიალ ქვეყნად
უძღები ვინმე გადანაშენი.

ამაოების მდგმური ვარ ისევ
და მის ნაკვალევს ვეღარ ვშორდები,
ისევ ის ზნე მჭირს მარადი გზირის
ამ მგზავრობაში გადმონადები.

ნუთუ მარადის ასე ვევნები
და არც არასდროს არ შევიცვლები?
ვარ განწირული ჩემივე ნებით
და უღმერთობას ვერ ვეცილები.

მოდი უფალო წამომაყენე
დავიღალე და სუნთქვა მეკვრება,
არა აქვს ფასი ჩემს უშენონას
მიშველე ღმერთო, სული მეყრება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1014 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.