Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » რა არის ქალი?
5:44 PM
რა არის ქალი?


რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 719 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.