Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » ყველაფერი დამთავრდა
11:01 PM
ყველაფერი დამთავრდა
-თიკო...-ჰო გიო..-გიყვარვარ?-კი..-რა კი? -მიყვარხარ..-...-რა იყო  ? -არაფერი თიკო..-შენ? -რა მე?-შენ არ გიყვარვარ? -მე შენ გაღმერთებ თიკო.. ძალიან მიყვარხარ..-მართლა? -კი, მართლა -: ) -რა იყო? არ გჯერა? -მე შენი ყოველთვის მჯერა..-შენ ჩემი სუნთქვა ხარ.. - გიო,, უნდა წავიდე..-ასე მალე? რატო? - დედამ მომწერა.  დეიდაჩემი ჩამოსულა. უხერხულია იქ რომ არ ვიყო,თორემ ხომ იცი, შენთან ყოფნას არაფერი არ მირჩევნია..-ვიცი,თიკო. მე შენში ეჭვი არასოდეს შემეპარება. სახლამდე მიგაცილებ.. -არა, მამაჩემი გამომივლის. ჯობს წახვიდე, არ მინდა რომ გნახოს,, ხომ ხვდები, მან ჯერ არაფერი იცის.-კი თიკო ვხვდები, მაგრამ მაინც მოუწევს გაგება..-კარგი გიო, კარგად. მიყვარხარ.-კაი,თავს გაუფრთხილდი, მეც მიყვარხარ..„.. რა ლამაზია. რა საოცრად მშვენიერია. ჩემი ცხოვრება. როგორ მიყვარს.." - ბედნიერი თვალებით შევცქეროდი ჩემს თიკოს და ამას ვფიქრობდი.. ნეტავ მცოდნოდა, რომ ასე მოხდებოდა.. დავემშვიდობებოდი მაინც.. მაგრამ რა მაფიქრებდა, რომ მის ხმას ვეღარ მოვისმენდი. მას ვეღარ ვნახავდი. ეს გულში არც არასდროს გამივლია, და რომ გამევლო, ჩემს თავს არ ვაპატიებდი ამას...."მხიარულად ავირბინე სახლის კიბეები და კარი ღიღინით შევაღე.. გამიკვირდა, რომ კარგი ღია იყო.. თუმცა ჩემს თავს დავაბრალე, ალბათ დაკეტვა დამავიწყდა,თქო. მაგრამ ვცდებოდი..  უეცრად უკნიდან ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და მითხრა : „თქვენ გაქვთ დუმილის უფლება"-ეს სიტყვები რამდენჯერმე ჩამესმა ყურში,თითქოს ჭაში ჩასძახესო.. იმ ღამიდან ამის მეტი არაფერი დამამახსოვრდა...რომ გამომეღვიძა, თავი მისკდებოდა, თვალები რომ გავახილე, სწორედ მაშინ გამახსენდა ყველაფერი.. არ ვიცი რა შეგრძნება იყო ეს. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ შეუდზლებელია ამის სიტყვებით გადმოცემა..  უცებ გამახსენდა თიკო, და გულზე თითქოს ლოდი დამეცა. ვერ გამეგო რა მოხდა,, რისთვის ვიყავი იმ გაყინულ ოთახში. ან რა დავაშავე.. ყველა ეს კიტხვა ერთდროულად მომაწვა და ლამის გავგიჟდი.. უცებ, შემოვიდა ორი პოლიციელი და გამიყვანეს დერეფანში.. შემდეგ კი უცნაურ ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი მაგიდა, ორი სკამი და ათამდე კამერა იყო.. სკამზე დავჯექი და შემოვიდა გამომძიებელი.. დამიწყო უაზრო კითხვების დასმა.. ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო.. არ შემეძლო არაფერზე ფიქრი.. ჩემი ფიქრი თიკო იყო. . ვეცადე, გამომძიებლისთვის ამეხსნა, რომ მე მართლა არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ ამაოდ.. მას არაფერი ესმოდა..და არც უნდოდა რომ გაეგო. ის არ მისმენდა.. უნდოდა გაეგო,მხოლოდ დასმულ კითხვაზე პასუხი.. მე კი ეს არ შემეძლო.. მაშინ ისევ ის ორი პოლიციელი შემოვიდა და გამიყვანეს.. მე ვითხოვე ერთი ზარის უფლება.. მათაც დამარეკინეს.. -გისმენთ-თიკო, თიკო ძვირფასო, გიო ვარ. გესმის ჩემი ხმა? - გიო.. სად ხარ, როგორ ხარ? სად დაიკარგე? მითხარი რა გჭირს?-თიკო, შენ ვერ წარმოიდგენ რა დამემართა და ეხლა სად ვარ.. -სად ხარ? რატომ არ დამირეკე? მთელი ღამე გავათენე შენი ზარის ლოდინში..-თიკო..მე დამაპატიმრეს-რა? გაგიჟდი? რა ცუდი ხუმრობაა?!-არა თიკო, მართლა. დრო არ მაქვს,რომ აგიხსა. სრულიად უდანაშაულო ვარ თიკო, ხომ გჯერა ჩემი? -გიო, ხომ გითხარი,რომ მე შენი ხოველთვის მჯერა.. მაგრამ არ მესმის, რა დაგემართა, რატომ დაგაპატიმრეს? -თიკო, დრო არ მაქვს. იცოდე რომ მე აქედან გამოვალ. მე დავამტკიცებ,რომ უდანაშაულო ვარ.. თიკო მე შენ მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. ეს სიტყვები არ დაგავიწყდეს..თიკო, იცოდე დამელოდე..-გიო.. დაგელოდები. თუ საჭირო გახდა სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები.. ძალიან მიყვარ... პოლიციელები მომვარდნენ და გამათიშინეს.. ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, რომ კიდევ ერთი წუთიც დაეცლიათ.. მაგრამ ამაოოდ.. შემიყვანეს ცივ საკანში..სიბნელეში.. თუმცა არ მადარდებდა გარემოება,, არ მასვენებდა თიკოს ლამაზი, მოციმციმე თვალები..არ მეგონა, რომ ამას გადავტანდი..ის ღამე თეთრად გავათენე... იმ დღის მერე, გრძელდებოდა ყოველდღე დაკითხვები..თუმცა ისევ უშედეგოდ. ჩემთვისაც და მათთვისაც..  ასე გადიოდა დღეები..ამ დღეებს მე დავარქვი „სტუმრად ჯოჯოხეთში ".. უფრო და უფრო მენატრებოდა ჩემი თიკო.. მახსენდებოდა მისი, მომღიმარი, ალუბლისფერი ტუჩები, მუდამ მოციმციმე ცისფერი თვალები, მისი თამამი თმა, რომელიც ქარში საოცრად ფრიალებდა,, მისი გრძელი ფეხები.. ო, რა მტკინვეული იყო ეს ჩემთვის..გავიდა 2,5 წელი..ისევ გამიყვანა ჩემი საკნიდან ორმა პოლიციელმა.. მაგრამ ახლა სულ სხვა მიზნით. შემხვდა მომღიმარი გამომძიებელი. რომელიც ბოდიშს მიხდიდა,, და მილოცავდა თავისუფლებას. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.  სულ რამდენიმე წამში შემიყვარდა ის გამომძიებელი, და ის ორი პოლიციელი.. მე ვიყავი უბედნიერესი... არა,, ეს ბედნიერებაზე მეტი იყო. კიდევ უფრო მეტიი.. სიხარულით ჩავალაგე ჩემი ჩანთა.. რომელშიც მხოლოდ ერთი ზედატანი და შარვალი იყო. და ხმამაღალი სიმღერით მივრბოდი გრძელ დერეფანში.. (და ლამის ისევ საკანში მიმაბრუნეს : ) )  და როდესაც მე იმ უსაშინლეს გარემოს გავცდი და უკვე თავისუფლად ვიგრძენი თავი, მაშინ ლამის გავგიჟდი სიხარულისგან..  ეხლა უკვე ვფიქრობდი, როგორ მეპოვა თიკო.. თუმცა მანამ თიკოს მოსაძებნად წავიდოდი, ლამაზი ყოჩივარდების პატარა თაიგული ვიყიდე, .. 1 ლარი მხოლოდ მისთვის მეყო. თანაც თიკოს უყვარდა ყოჩივარდები. .  ბედნიერი მივაბიჯებ თიკოს ბინისკნე.. და უეცრად ადგილზე გავშეშდი.. აი თიკო. ჩემი თიკო. ჩემი ლამაზი თიკო.. როგორ გაზრდილა.. და ვაიმე. თვალები ცრემლით ამევსო.. როცა მის გვერდით პატარა ლამაზი ბავშვი დავინახე.. სუნთქვა შემეკრა და ლამის წავიქეცი, მაგრამ უცებ სადარბაზოდან გამოვიდა ქალი და პატარა გოგონა თავისკენ იხმო : „მოდი მარიამ,შვილო, მოდი’’.. აი მაშინ კი გონს მოვედი და თიკოსკენ გავემართე.. მა დამინახა, თავიდან ვერ მიცნო, მერე მიხვდა რომ ეს მე ვიყავი..  - გიო.. ჩემო გიო. დაბრუნდი?მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი: -რა, შენ გეგონა რომ მიგატოვებდი და არ დავბრუნდებოდი? ნუთუ მართლა ეგრე გეგონა? -რათქმაუნდა არა გიო. ხომ გითხარი მე შენი მჯერა..-აბა დამენახე.. ოჰ, როგორ გაზრდილხარ და დამშვენებულხარ. როგორ მომენატრე, ვერც კი წარმოიდგენ. -გიო, როგორ გამიხარდა შენი ნახვა. როგორ მომენატრე.. როგორ მიყვარხარ.. არ მჯერა რომ მე და შენ ერთად ვართ.. ისევ ერთად. სამუდამოდ. -ჰო თიკო,, სამუდამოდ. ახლა ვერავინ და ვეღარაფერი დაგვაშორებს.. „რა ბედნიერად მახსენდება ეს წუთები.. რა კარგი იყო..-მააა..-ჰო ნინი-მაა-ჰო ლაშა -მამი მოდი რა..-მოვდივარ ლიკა მოვდივარ..-გიო. მორჩი წერას სადილი მზადაა..-კარგი,თიკო, ახლავე მოვალ..
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1238 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.5/4
სულ კომენტარები: 1
2013-03-08 - 2:53 PM

cry heart

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.