Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 13 » ნიკა კვესელავა-შენ რომ იცოდე
7:51 PM
ნიკა კვესელავა-შენ რომ იცოდე
შენ რომ იცოდე, რას ამბობენ შენზე ღმერთები 
რატომ შეშურდათ იებს შენი მორცხვი სინაზე, 
თუ გამიმხელენ ეგ თვალები ოდესმე ცრემლებს 
აღარასოდეს აღარ დავწერ ალბათ წვიმაზე. 

შენ რომ იცოდე,რატომ სვამენ ლოთები ღვინოს 
რატომ კვდებიან პოეტები შებინდებისას, 
ნუ მებუტები ძალიან გთხოვ, ცხოვრებით დაღლილს 
საფლავზე მოდი ყვავილებით, შერიგებისას. 

შენ რომ იცოდე,როგორ მიყვარს შენი სიცოცხლე 
ამ წრფელი გრძნობით უდიერად ღამეს გავათევ, 
მოდილიანიც ვერ დაგხატავს ჩემებრ ლამაზად 
როგორ მიყვარხარ ამ ფურცელზეც ვეღარ დავატევ. 
ნიკა კვესელავა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 773 | დაამატა: provincieli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.