Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » ნიკა კვესელავა-ერთხელ გამიღიმე
8:23 PM
ნიკა კვესელავა-ერთხელ გამიღიმე
იცი? ჩემი სული ოდნავ ნეტარია
და ეს ოცნებებიც უკვე მდუმარეა,
დარდი გამიტაცებს ცრემლით გარეცხილი
ცივი მარტოობა ხშირი სტუმარია.

მინდა საიდუმლო გულში გავაშიშვლო
დაღლილ მოლოდინში მრჩება საფიქრალი,
უცნობ მომავლიდან ვმარხავ მწუხარებას
და ეს ყველაფერი გულში ჩავიკალი.

გამხმარ შემოდგომას აღარ მოვიკითხავ
გრძნეულ სიყვარულში ზიზღი დავიხალე,
ქარმა მონატრებაც გზა-გზა გამიფანტა
ღმერთო ამ ყველაფრით უკვე დავიღალე.

თეატრს დახურავენ,მაესტრო გარდაცვლილა
და დღეს მერამდენედ წარსულს მოგაგონებ,
ერთხელ გამიღიმე თუნდაც ირონიით
რადგან ამ ნაწერით თავს ვერ მოგაწონებ.
ნიკა კვესელავა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 696 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.