Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 24 » მტკივა როდესაც ვხედავ...
6:19 PM
მტკივა როდესაც ვხედავ...
” იცით გამიჩნდა სულის კუნჭულში,
პატარა გრძნობა თვალებხატულა
ჩამყურებს გულში უკმაყოფილო
ცრემლებს იწმენდს და მინაბულა.

შობა თვალებმა სახეზე,რომ მაქვს
როს დაინახეს ირგვლივ ტკივილი
ქუჩაში მდგომის უმისამართოს
ხელ გამოწვდილის ჩუმი ტირილი.

გული მიკვდება,რაღაც ირხევა
შიგნით მესობა,დარდის ისრები,
მე ვითხოვ პასუხს მარტივ კითხვაზე,
თქვენც იმავეს გრძნობთ ხალხნო ამაზე?

ვიღაც მოხუცი დუმს საცოდავად,
გზაზე მიმავალთ შეჰყურებს რიდით,
ხუთი კაპიკი გთხოვ გაიმეტეთ
ჩვენც მოვხუცდებით ქართველნო მიდით!!!

მისი თვალები ცრემლისგან სველი,
დაფლეთილ სამოსს,რომ შეუმოსავს,
ნერვული თრთოლა სევდის ალერსში
ხელ გამოწვდილი,რომ შეუშფოთავს.

შიმშილის გრძნობა თუ სიმარტოვის,
გულში მას ხინჯად ,რომ ჩარჩენია
უფლის იმედი აცოცხლებს თურმე
ხელის გამოწვდა ო რა ძნელია.

ერთ დროს ამაყი ბუნების შვილი,
ეხლა ქუჩაში ბედის ამარა
გაჰყურებს გამვლელს კრძალვის თვალებით,
სამყაროვ ჩვენი სევდა რატომ არ გკმარა? "



P.S. რა ცუდი სიტყვაა "მათხოვარი” …მიჭირს ასე მოვიხსენიო ის ხალხი ვინც ხელგამოწვდილი გვხვდება ქუჩაში,ეს ლექსი თუ უბრალოდ უხეიროდ გარითმული სიტყვები გულიდან ამოძახილია…ყოველ დღე ჩემს უბანში ვხვდები მოხუც კაცს,ცხოვრებას რომ დაუჩაგრავს და ერთ დროს ამაყ ღირსებით განსჭვალულ ადამიანს, ეხლა ლუკმაპურისთვის ხელი გამოუწვდია ….მისი თბილი თვალები ეხლაც თვალწინ მიდგას…თუ ცუდად დაგმუხტეთ მაპატიეთმ :(:(
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 845 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.