Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 26 » მშვიდი მთვარე
7:30 PM
მშვიდი მთვარე
,,არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა."


დე-დედამიწა,
რომ დახედო,
იყოფა ორად
და არც ესობა მბრუნავ გულში სინდისის ხიჭვი,
მზე ყოველ ღამე ორბიტიდან მშვიდ მთვარეს ჭორავს,
მეორე დღეს კი წითლდება და სირცხვილით იწვის...

შენ რუსთაველზე სევდიანი სეირნობ მარტო,
მეტროებს შორის გაბმულია პროსპექტი სიმად,
საკუთარ თავზე ვინც ჰგონიათ ძალიან მეტი,
ნუ ნერვიულობ ჩემო კარგო, ჭორავენ იმათ.

მახსოვს, როგორღაც გულუბრყვილოდ ვფიქრობდი ადრე,
ჩემივე სხეულს გაკვირვებას ნიავით ვუქრობ,
მე ხომ მეგონა ეს რატომღაც ქალების ხვედრი,
კაცების ენა თურმე ჭორებს გამოყოფს უფრო.

ამ ქალურ ჩვევას ზოგი უკვე ვეღარც კი ნიღბავს,
მე კი ბინძური ნაკადულის დასაბამს ვეძებ,
ათეულობით, ვიცი(ახლაც) ენების მიღმა,
რომ საუბრობენ უეჭველად ძვირფასო შენზე...

შუა ზამთარში გაგანია გაზაფხულს ველი,
დადის უმიზნოდ დამშეული ზომბების ხროვა,
მე უარვყავი შენზე ყველა აუგის მთქმელი
და უკვე ვიცი, მალე ყველა ჩემს მუხლთან მოვა...

უფალი ბოლოს მიაპკურებს სიბრაზის შხეფებს,
მის წინ, სასწორზე რომ დადებენ დამტვერილ სინდისს,
გულს ნუ გაიტეხ, რახანია ძაღლები ყეფენ,
ქარავანი კი თავისი გზით ყოველთვის მიდის!
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 697 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.