3:34 PM მონატრება | |
მონატრება შენზე ფიქრებში ცხოვრება გავლიე,
რამდენი ბოთლი უაზროდ დავლიე, უაზროდ დავთვერი, ფიქრები ვამღერე, გულში რაც მქონდა ლექსად დავამღერე, ყელში მაქვს ცრემლი, თვალებზე სევდა, თურმე ამ გრძნობას დარდი თან სდევდა და არ მეშვება იმ დროის ლანდი, შენ ხომ სიყვარულს საოცრად ჰგავდი. თვალებში სითბო და სინაზე გეხატა, ასი დღე გხატავდი და ვერ დამეხატა, შენი თვალები, შენი ღიმილი, სიცოცხლის ფიქრში რომ გადამეხატა. იმ დღეს ქარიც კი საოცრად ქროდა, გისოსებს მიღმა ვარდები თრთოდა, თეთრად ნათობდა იმ ღამის მთვარე, უშენოდ ვერ ვცოცხლობ, მომკალი ბარემ ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |