Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 4 » მოხუცის დღიური, რომელიც ისტორიას შემორჩა
0:03 AM
მოხუცის დღიური, რომელიც ისტორიას შემორჩა
 
პარიზის მწველმა მზემ ჩემს თითქმის უჩინო თვალებში შემოაღწია და გამაღვიძა.
ის არის ჩემი მაღვიძარა, მას შემდეგ რაც სრულიად მარტო დავრჩი. ყოველ დილით მზე მეუბნება:”გაიღვიძე, ახალი დღე დაიწყო”. ავდექი, ჩემს ღარიბულ ოთახს თვალი შევავლე, ამოვიოხრე და აბაზანისკენ გავემართე. სარკეში ჩემს ორეულს შევხედე, დანაოჭებულ სახეს ჩავაკვირდი, რომლებზეც ჯერ კიდევ ემჩნეოდა განვლილი ცხოვრების კვალი. თოვლივით თეთრი წვერი გავიპარსე და წასახემსებლად დავჯექი. არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად ჩემი ძველი სირათების დათვალიერების სურვილმა შემიპყრო, ალბათ იმიტომ რომ წარსული თავს არ მანებებდა. სურათების ძებნაში სულ სხვა რაღაცას წავაწყდი... ჩემი ძველი დღიური, რომელშიც ყოვედღე ჩანაწერებს ვაკეთებდი ახალგაზრდობაში.
დღიური ავიღე, პურცლები ხელის კანკალით გადავშალე, და როდესაც პირველი წინადადება წავიკითხე ჩემმა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიელვა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1939 წელი. მე თბილისის ერთერთ საავადმყოფოში ვიმყოფებოდი. აქ ყოფნის მიზეზი კი დედაჩემი იყო, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა თავს ძალიან ცუდად გვძნობდა. მას ჩემს გარდა არავინ ყავდა, მამაჩემმა პატარაობისას მიგვატოვა. არც არავინ მყავდა ზურას გარდა. ის ჩემი საუკეთესო ძმაკაცია და ალბათ ყოველთვის იქნება. აქაც ყოველდღე დადის და დედაჩემის ამბებს კითხულობს. მე სახლში იშვიათად დავდივარ, ძირითადად სულ აქ ვრჩები. ექმიმები უკვე კარგად მიცნობენ და ხშირად მიმეორებენ ერთი და იგივეს:” დათო, შვილო წადი სახლში და დაისვენე”. მაგრამ მათ ყურადღებასაც არ ვაქცევ.
ჩემზე ორ სიტყვასაც დავწერ: მე დათო ყიფიანი ვარ, 18 წლის, მაღალი შავთმიანი ბიჭი. ყოველთვის მინდოდა კარგად მესწავლა და ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინდა, ეხლა კი სწავლაში ხელს დედაჩემის ავადმყოფობა მიშლის. ცოტა ხანი თავი დავანებე სწავლას... ყოვედღე ერთი და იგივე მეორდება. დედის ავადმყოფობა არ მაძლევს უფლებას სისულელე ჩავიდინო. ზურაც ყოველთვის გვერდში მიდგას მაგრამ მაინც მაკლია რაღაც. მამის სითბო? არა, არა, ეს არა. უფრო თბილი ურთიერთობა, ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება და ერთად ბედნიერები ვიქნებით. დიახ, სწორედ ასეთი ადამიანის თანადგომა მჭირდებოდა ეხლა ყველაზე მეტად.
ამ ფიქრებში გართულს ექიმის ყვირილმა გამომაფხიზლა. დერეფანში საკაცეზე დაწვენილი 16-17 წლის გოგო შემოიყვანეს. საშინლად იყო დასახიჩრებული, მაგრამ მე მაინც დავინახე მასში სილამაზე.
-სწრაფად, სწრაფად, ძალიან მძიმედაა, ვეღარ ვასწებთ - ღრიალებდა ექიმი.
ღმერთო, ნუთუ ასე მძიმედაა? გავიფიქრე ჩემთვის.
ამ სურათმა საკმაოდ ამაღელვა, არც კი ვიცი რატომ, მე ხომ მას საერთოდ არ ვიცნობდი. მაგრამ მაინც ღმერთს ვთხოვდი მის გადარჩენას, ჯერ რა პატარაა, არ იქნება მზად საიქიოში წასასვლელად.
20 წუთში საავადმყოფოში ჩოჩქოლი ატყდა. როგორც სჩანს ამ გოგონას მშობლები მოვიდნენ და მისი ქალიშვილის ამბავს კითხულობდნენ, მაგრამ პასუხი ვერავისგან შეიტყვეს. ბოლოს მე მივედი და ვუთხარი უკვე საოპერაციოში შეიყვანეს მეთქი, მათ კი მადლობის ნიშნად ნერვიულად გამიღიმეს.
მშობლები ნერვიულობას ვერ ფარავდნენ. დედამისი საშინლად მოთქვამდა და უკვე დასტიროდა თავის ქალიშვილს, მაგრამ რატომ? ჯერ ხომ არაფერი იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და გადარჩეს?
4 საათის შემდეგ როგორც იქნა მთავარი ექიმი გამოჩნდა. დედ-მამა გიჟებივით მივარდნენ და გოგონას ამბავი კითხეს. ექიმმა ერთი ღრმად ამოიხვნეშა და თქვა:
-სასწაულმა გადაარჩინა, სასწაულმა, მაგრამ მძიმედაა.
თითქოს გულზე მომეშვა.
მეორე დღეს გავიგე, რომ ნინა (ეს გოგონა) ავტო ავარიაში მოყოლილა. მასთან ყოვედღე დადიოდნენ მაღალი საზოგადოების პირები. როგორც შჩანდა საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. ახლობლები მას ერთი დღეც ამრტო არ ტოვებდნენ, მე კი რატომღაც მისი გაცნობის სურვილმა შემიპყრო. მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელი იყო, ნინა ისევ მძიმედ იყო.
ასე გადიოდა დღეები და ექიმებს უკვე იმედი გაუჩნდათ. რამდენიმე კვირაში კი ნინა პალატაში გადაიყვანეს.
ერთ დღეს კი მისმა ახლობლებმა გადაწყვიტეს ცოტა ხანი სახლში წასულიყვნენ და დაესვენათ. მე კი შანსი მომეცა ნინა გამეცნო.
მის პალატას ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი, კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და ვიკითხე:
-შეიძლება?
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1074 | დაამატა: sallysall | რეიტინგი: 3.2/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.