Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » მოკვდავთა მარადიულობა
3:09 PM
მოკვდავთა მარადიულობა
ნეტა რა მოხდებოდა ჩვენ, რომ უკვდავები ვიყოთ? ვინ იცის? ან გვინდა კი სამარადჟამოდ ამ ცოდვილ დედამიწაზე ცხოვრება? და რწმენა , რომ არა ვინ იცის როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება. მე მეცოდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც რწმენა არ გააჩნია, არ სწამს არავითარი ღვთიური სასწაულის. და მაინც ჩვენ რომ უკვდავნი ვიყოთ, რა იქნებოდა? როგორი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიური ყოფა? არ ვიცი, მაგრამ ალბათ თითოეულ ჩვენგანს გასჩენია სურვილი უკვდავებისა, თუნდაც ვაჟა ფშაველა,რომელსაც წვიმად მოსვლა სურდა, რათა ყოფილიყო ამ წუთისოფელში სამარადჟამოდ. "რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოველ წვიმადა? "
მომაკვდავი ადამიანის უკანასკნელი სურვილი ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეა, სურს დარჩეს კიდევ და იყოს თავის საყვარელ ადამიანთა გვერდით. იმას კი ვერ აცნობიერებს, რომ მარადიული სასუფეველი რომელიც მას ელოდება იმაზე ტკბილია ვიდრე ის რასაც აქ ტოვებს.თითოეულ ჩვენგანს ეშინია სიკვდილის, შიში იპყრობს მის გახსენებაზე, თრთის და არ იცის რა მოელის იქ უფალთან ახლოს, რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობენ, მათ ვინც არ იპყრობს შიში და მოლოდინი იმისა თუ როდის დამთავრდება მისთვის განკუთვნილი სიცოცხლე.
არა არ მინდა უკვდავი ვიყო, მეშინია მარადიულობის, იმისა, რომ არასდროს დამთავრდება ჩვენთვის განკუთვნილი ტანჯული ყოფა. 
ალბათ ამ ჩანახატის კითხვის დროს ვიღაცას გაეცინება, ვიღაც მას ბოლომდე არც წაიკითხავს და ჩათვლის, რომ ეს ყველაფერი არცაა იმის ღირსი თვალი გადაავლოს და უბრალოდ დრო დახარჯოს. იქნებ ასეც არის ან მე ვფიქრობ სხვაგვარად. და ახლა მე თქვენ გეკითხებით გაგჩენიათ სურვილი იმისა მარადიულად დარჩენილიყავით აქ?
 
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 991 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.