11:57 AM მხოლოდ შენ გხედავ ფერადს . . . | |
მხოლოდ შენ გხედავ ფერადს ვიცი მე შენი მარტი შენს სურნელს დავდევ ველად როგორც დედა ჩიტს ბარტყი . . . მე შენი გულის მჯერა ფეთქვა მახსენებს სიოს შენს ტრფობას ველი როგორც სუნთქვაშეკრული ღიობს . . . მე სიყვარულის მჯერა ერთის და არა ასის ისე მწყურიხარ როგორც თამადას სავსე თასი . . . ისევ შენ გხედავ ფერადს მე ვიცი შენი მარტი შენს სურნელს ისევ დავდევ როგორც დედა ჩიტს ბარტყი . . . ავტორი: ლაშა შარაშენიძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |