5:38 PM მიყვარხარ!!! | |
აქ ყველაფერი, რასაც შენი შეეხო ხელი- ქცეულა რწმენად. ყველა მათგანში საშობაო ანთია ცვილი, ყველა სანთელში ჩემი სული იწვის თანაბრად და იბადება ციურ ალთა სიმხურვალეში გულთამხილავი სიტყვა: - მიყვარხარ! მიყვარხარ როცა გონი- ტყვეა, სუნთქვა უმწეო, და კრთის თვალებში ჭირვეული მთვარის ნათელი, როცა ახლოა ფოთოლცვენა და მარტოობა- აუტანელი, როგორც შიში და ჟრუანტელი. მიყვარხარ, როცა წინ ზვავია, უკან- მეწყერი და ფიქრი შავი არტახებით არის შეკრული, როცა ეშვება ცეცხლის წვიმა ციდან მიწაზე და ფეხშიშველი უკანასკნელ აღმართს მივყვები... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |