Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » ბედნიერების პატარა ნაჭერი
3:53 PM
ბედნიერების პატარა ნაჭერი
ბედნიერების პატარა ნაჭერი მომიტეხეთ რა თუ შეიძლება...

ამბობენ გემრიელიაო მაგრამ ჩემთვის მხოლოდ შორიდან ყურება არ არის საკმარისი... გავსინჯო მინდა...გემო შევიგრძნო...

არა, მე იმითაც ბედნიერი ვარ, თქვენ რომ შეექცევით გემრიელად... მსიამოვნებს თქვენი ყურება მაგრამ ცოტათი მეშინია... არ შემშურდეს თქვენი (ოღონდ თეთრი შურით)...

ნუთუ ამდენი ხანი სჭირდება ამ პატარა მშვენიერი ნაჭერის გადმოწოდებას?... უკვე დავიღალე...სადამდე შეიძლება მოცდა?...

არ მეგონა... არ ველოდი თუ ასე გამიჭირდებოდა მისი მიღება მაგრამ ისიც გამიგია "ვინც მოითმენს,ის მოიგებსო"... ხოდა ვითმენ... ვიცდი... ველოდები... იქნებ მეც მეღირსოს ეს მადისაღმძვრელი ბედნიერების პატარა ნაჭერი.

იქნებ ლოდინის დროს ვინმე სხვა მაწვდიდა სულ სხვა ნაჭერს და მე ვერ შევამჩნიე? გამიგონია, თურმე ასეც ხდება ხოლმე.ან იქნებ შევამჩნიე მაგრამ პატარა მომეჩვენა და ვიუკადრისე...ის ნაჭერი შეიძლება მელოდებოდა მაგრამ არაფერს მპირდებოდა საინტერესოს... ნუთუ მაშინ შევცდი?

ან იქნებ სულაც შეუხედავი იყო და ამიტომაც ვთქვი მასზე უარი... აი, დღეს კი ვნანობ ...ახლა იმ უშნო ნაჭერსაც კი დიდი სიამოვნებით ჩავჭიდებდი ხელს და არ გავუშვებდი. შეიძლევა უშნო იყო მაგრამ სწორედ ის აღმოჩენილიყო ყველაზე გემრიელი...

ასე რომ დავფიქრდეთ ხოლმე ხანდახან, სანამ არჩევანს გავაკეთებდეთ!!! smile
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1081 | დაამატა: tam | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-09-12 - 6:27 PM

Shesanishnavi (ასე რომ დავფიქრდეთ ხოლმე ხანდახან, სანამ არჩევანს გავაკეთებდეთ!)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.