Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 10 » მღუპავს სიყვარული დედა!
1:30 AM
მღუპავს სიყვარული დედა!
წლებმა საათებად ჩაიარა 
წლები საათივით მდევდა, 
დრომ რა უცაბედად გაიარა 
გრძნობის ყველა წამი დედა.. 
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა 
გულში კლდედქცეული სევდა 
მთელი დღეები და ღამეები 
მუდამ მეყვარები დედა! 
შენთან მოვედი და შემიფარე, 
აღარ დაგშორდები მეტად, 
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე 
შენთვის აღარ დამრჩა დედა.. 
ყელა მეგობარი დამეფანტა 
ქარიც აღარ ჩადგა ბედად, 
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე 
ვისღა მივაკითხო დედა? 
კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა 
იქცა ფრთამოტეხილ გედად 
ან მარადისობა, რომ არსებობს 
რატომ არ მითხარი დედა! 
ფიქრთა ღრუბელია მარტოობა 
ფიქრმა დამიბნელა მზე და 
რატომ არ მასწავლე სიძულვილი 
მღუპავს სიყვარული დედა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1067 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.