Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » მერე რა.....
5:36 PM
მერე რა.....

მერე რა, რომ რამდენიმე წლის წინ
ცხოვრებაში სულ სხვა ქალი შეგხვდა,
არ უყვარდა ლექსები და წვიმა,
ხოლო ღამე, როცა შენთან იწვა,
თეთრ გვირილებს არ ხედავდა ძილში...

მაგრამ დილით შენ ყოველთვის გქონდა,
ცხელი ჩაის ოჯახური სითბო,
იზრდებოდა ნაჩუქარი ბალბა,
არაფერი გაწუხებდა თითქოს,
ის კი იჯდა მორჩილი და მშვიდი...

მერე რა, რომ გამახსენდი ახლა,
მერე რა, რომ მომერია სევდა,
მე სიზმარში ყოველღამე ვტირი
და გათელილ თეთრ გვირილებს ვხედავ,
შენ კი გძინავს ჯერაც ისევ ლამაზს...

ჩემს ეზოში დაჭკნა ყველა ვარდი,
ჩაიფერფლა ოცნება და ვნება,
თეთრ გვირილებს არა ხედავს ძილში,
მაგრამ ღამე მაინც შენთან წვება
უცხო, მაგრამ შეჩვეული ქალი...

აღარ ღელავს ზამბახები სულში
და ოცნებით გადაქანცულ ფიქრში
სხივი გაკრთა მთვარის...
"ყველაფერი არის ძლიერ კარგად,
ყველაფერი ძლიერ ცუდად არის"...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 868 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.