Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » "მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
7:45 PM
"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!


"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ იყვარხარ!"თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!"და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1032 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.