Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » მარტი » 2 » მე შენ მიყვარხარ დედიკო.
10:13 PM
მე შენ მიყვარხარ დედიკო.
დე, ნუღარ ტირი რა გთხოვ... მელეპარაკე ისევ... და ისევ მომეფერე.. მე შენს ყველა შეხებას ვგრძნობ.. მომიყევი შენზე.. დე, ძალიან მაინტერესებს როგორი ხარ.. ლამაზი იქნები... მერე ყველას ვეტყვი რომ ყველაზე ლამაზი დედა მყავს... მე შენში ვიზრდები... და შენ მიზრდი ჩემს სამყაროს... გთხოვ აღარ იტირო დედა.... მე შენს ცრემლებსაც ვგრძნობ.. სევდასაც.. და ჩემს სივრცეშიც აღწევს შიში.... და მეც მეშინია დედა... შენი ცრემლების მეშნია და იმ სასოწარკვეთილი სიტყვების ღამით რო მეჩურჩულები... მერე რა რომ მამა წავიდა... ნუ ტირი... მე გეყოლები დედა.. მომიყევი ისე პირველად რომ მიყვებოდი... როგორ გიხაროდა დე ჩემი თავი შენში... როგორ აღფრთოვანებით მეუბნებოდი რომ იფიქრებდი ჩემს სახელზე და ყველაზე მაგარ სახელს დამარქმევდი... ამბობდი რომ მამის თვალები უფრო მომიხდებოდა... და აუცილებლად შენი ღიმილი მექნებოდა, რადგან როცა მუცელზე იყურებოდი სულ იღიმოდი.. გეგონა, ვგრძნობდი ამ მზერას... ვგრძნობდი დედა...!.. მამა არ უნდა წასულიყო.. მამას ხომ ასე უყვარდი... მე არ დამაბრალო დე.. და არ იტირო მამის გამო... მამამ ჩემი თავი დაგიტოვა.. ახლაც გამალებით გიცემს გული.. და ჩემი პაწია გულიც აჩქარებულია... მე მეშინია დედა... მეშინია რომ ვეღარ გნახავ... და ვერც ყველას ვეტყვი,რომ ლაამზი დედა მყავს.. ჩემი სივრცე პატარავდება შენი სევდით.. სუნთქვა მიძნელდება დამოუსვენრად ვწრიალებ.. მაგრამ არც ეს წრიალი გამომდის ისე რომ შენ არ შეგაწუხო.. გუშინ ხომ გიკვირდა რატომ გტკიოდა ასე ხშირად მუცელი.. მე ვიყავი დედა... ჩემი სევდა გტკენდა... შენიდან ჩემში შემოღწეული სევდა და ჩემი შიში.. ვიცი, გიყვარვარ!... მედაბადება მინდა... მინდა მითხრა რომ მამის თვალები მაქვს და შენი ღიმილი.. მინდა ჩამეხუტო და ამ ჩახუტებისას სულ ის სიახლოვე გავიხსენო შენში ყოფნისას რომ შენთან მაკავშირებდა... არ მომკლა დედა..! ვიცი ცხოვრებაში უცილებლად გაგახსენდები ერთხელ მაინც და მაშინ იგრძნობ როგორ გჭირდებოდი თურმე... არ მომკლა დედა! შენ ხომ ბედნიერი იყავი ჩემით... შენ ხომ გიხაროდა ჩემი სოცოცხლე შენში.. შენს სხეულში... შენს სამყაროში... მამას არ უნდოდა ბედნიერება და იმიტომ წავიდა.. მამა ვერასდროს იგრძნობს ბედნიერებას სრულყოფილად... დაბადება მინდა დედა! დღეს ხომ პირველად მნახე როგორი ვარ.. და მაშინაც ატირდი... ისევ შეიკუმშა ჩემი სივრცე და მივხვდი.. დღეს ხომ გითხრა ექიმმა რომ ძალიან ჯანმრთელია შენი შვილი... შენ ისევ აცრემლდი დედა... და ვიგრძენი ისევ... შენი შვილი ვარ დედა!... გახსოვს როგორ მიყვებოდი რომ ყველაზე მეტად გეყვარებოდი ... მაშინ მიხაროდა და მაშინ ვერ აღწევდა შიში ჩემს ნაწილში.. მაშინ არც ვიცოდი როგორი იყო შიში... მაშინ არც ტკივილი ვიცოდი... შენ აღარ მელაპარაკები დე.. აღარ მეფერები.. მხოლოდ ტირი და ჩუმად მეჩურჩულები... დედა მე სიცოცხლე მინდა... გუშინ ყველაზე დიდხანს ტიროდი.. არც კი დაგიძინია.... გუშინ მთელი ღამე მეფერებოდი... გუშინ მთხოვე პატიება.... და მე მივხვდი,რომ ვეღარ გნახავ ვერასოდეს.. და ვეღარ ჩაგეხუტები... შენც მიდიხარ დედა.. შენც მტოვებ...
კატეგორია: საკითხავი | ნანახია: 1711 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 3.6/10
სულ კომენტარები: 1
2012-03-02 - 10:14 PM

vaimeeeeee cry cry cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.