4:22 PM მე რომ არ ვიყო. . . | |
ასე მგონია, მე რომ არ ვიყო, არ იქნებოდა ქვეყნად არავინ, ასე მგონია, მე რომ არ ვგრძნობდე, ვერ შეიგრძნობდა ტკივილს ვერავინ. ასე მგონია ჩემი სურვილი ეგონებოდა ყველას ტყუილი, მე რომ არ ვიყო, ასე მგონია არ იქნებოდა არსად წუხილი. რაც კი მომხდარა, ასე მგონია ავი, კარგი თუ დასაღონები, ყველა მათგანში დამნაშავე ვარ და ზურგზე მაწევს ქვეყნის ცოდვები. რაც კი მივლია, მარტოდ ამ გზაზე, ვინ იცის რამდენს გამოვდებივარ, ჯავრი მიყრია უმიზნოდ სხვაზე და რამდენ ბოროტს დავმონებივარ! ჩემი ცხოვრების ამ მოკლე ხანში, რა მიცხოვრია ჯერაც არ ვიცი, მარტოობისთვის განწირულ წამში გამიტეხია უგონოდ ფიცი! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |