Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » მე ისევ მოგწერ ბარათს
7:47 PM
მე ისევ მოგწერ ბარათს
 აგვისტოს სუნით და ხვატით სავსეს
მე ისევ მოგწერ ბარათს შორიდან,
მერე, უშენოდ რომ ვეღარ გავძლებ,
მოვალ და დილის მზის სხივს მოგიტან...
ან ჩამოგიხმობ სიონ-ორხევში,
ყველა წყაროს და ბილიკს გასწავლი,
სულ გიერთგულებ, თავს განაცვალებ
და არ შეგრისხავ მედეასავით...
შემოგატარებ ერწო-თიანეთს,
ლიშო-არტანს და სხლოვანის ხევებს,
თვით შევიმოსავ ქათქათა ფარჩას
და გამოვიხმობ ზღაპრიდან დევებს...
და დაიწყება მერე თავიდან
ფშავში ბუხრისპირს თქმული ამბები,
მე შევუყვები მოჩითულ ფერდობს,
ივრის ფშანებში დაგეკარგები...
ვიხეტიალებ ატეხილ ტყეში,
სოფლის სიავის თვალით მნახავი,
კონკიასავით ფეხშიშველი და
თვალდავსებული მზეთუნახავი...
და თუ მიპოვი, სულ ლექსად გეტყვი,
სულს ტკივილები როგორ აწვიმდა,
შენ დამიკოცნე თვალები დღეს და
აღარასოდეს აღარ ამტკივა...
მე გიმასპინძლებ სიონ-ორხევში,
ყველა წყაროს და ბილიკს გასწავლი,
ო, ვერ დაგწყევლი "უსიყვარულოდ”,
ვერც გაგიმეტებ მედეასავით..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 742 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.