2:00 PM მე ... | |
ზამთარი მინდა ! ცივი და უსულო !
თოვლი მინდა ! თეთრი და ფაფუკი ! შენიანი შენობა მინდა ! თბილი და მყუდრო ! ქოლგა მინდა ცის გარეშე! სიტკბო მჭირდება შაქრის გარეშე ! სანტიმეტრი ვერ იტევს ჩემი სიყვარულის სიგრძეს ! ან, იქნებ ჯობია, შენობა ერთ პატარა ყუთში შევინახო და უშენობის ჟამს ამოვიღო ?! არა ! არ ჩამეტევი .. გახსოვს, მეუბნებოდი უნდა ჩაგიცვაო ... მგონი არ გეტევი და იქნებ ერთი ზომით დიდი მოიზომო ? ! მე ისიც მახსოვს ... ბუხარი და სიბერე ... მე ყველა საღამო მახსოვს : შენ-ობაშიც და ქოხშიც ! მე მინდა გადაგშალო და უსასრულობამდე გიკითხო ... მე მინდა გიყურო და არასოდეს დაგეწეროს თვალებში „The End” ! მე მინდა გატარო მანამ, სანამ ბეჭები არ მომწყდება სხეულიდან ! მე მინდა შენშიც ასე მჭიდროდ ჩავედო ... მე მინდა დრო უკან დავაბრუნო ! მე მინდა რამოდენიმე წუთი განვიცადო და მერე აწმყოში გადმოვედო ... მე მჭირდები ... მე მცივა ... მე ვიხრჩობი ... მე ვიგუდები ... მე ვკვდები ... მე მიყვარხარ ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |