Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 16 » მართლა მეძახდი???
8:54 PM
მართლა მეძახდი???
მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1046 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 1
2011-09-17 - 10:52 PM

dzaan magaria wink

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.