Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » მარტოობაში
6:03 PM
მარტოობაში

მარტოობაში და მოლოდინში
გაფრინდა შენი ცხოვრება დედა
და ახლა,თუმცა დამაგვიანდა,
დიდ სინანულზე ფიქრს მაინც ვბედავ!
ახლა ჩემს თვალებს ასველებს ცრემლი,
ცრემლი,რომელიც შენ გულს გატკენდა,
მე მენატრება შენი ალერსი,
სითბო,რომელიც გულით დაგქონდა!
ჩაგეკვრებოდი მაგრად თბილ მკერდში,
ავტირდებოდი,როგორც პატარა,
მოგიყვებოდი თუ ბედთან ბრძოლამ
და სიმარტოვემ,როგორ დამღალა!
მოგიყვებოდი დიდ სიყვარულზე
და პატიებას გთხოვდი გულწრფელად,
ჩემს მონატრებას,ტკივილს და სევდას,
დასანანია,შენ რომ ვერ ხედავ!!!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1154 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.