Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
3:49 PM
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
სიჩუმე.ჩაი.ლექსი და თითის-
წვერებზე ფრთხილად შემდგარი ღამე.
შეყვარებამდე მივედით თითქმის-
ერთმანეთის და ლოყებზე ღარებს-

გვიჩენს ცხოვრება.ხდება ასეც და...
სულშეგუბებულ ხიდებთან ახლოს-
მდინარეს ზოლად სიზმარი გასდევს,
მთელმა ქალაქმა ძილში რომ ნახოს...

წამო!წამოდი,ხმაურით შევდგეთ,
ჩექმებით შევდგეთ სამყაროს წამო!
როცა მოვრჩებით,ასი წლის შემდეგ
სამყარო ადგეს და გაგვაწამოს.

სიჩუმე.ჩაი.ფითილი ლამპის.
ჩვეული ჩორთით ბინდი და საგა.
ცელქი ბავშვივით ღიმილი დარბის
ჩემს ბაგეებზე და გულისმაგვარ...

ფორმებს რვეულში ხატავს ფანქარი.
რა მოტკბილოა ეს ჩაი რაღაც...
ოთახში მთვარის შუქი. ჩამქრალი
თვალებით გეძებ...ან იქნებ აღარც...

(ღმერთო როგორ მყვარებია!!!)
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 811 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-01-22 - 3:16 AM

მაგარი საიტია ხალხნო შედითთთთთთთთთთთთთთთთთთ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.