3:03 PM ლექსები დედაზე | |
როს „არას" ნაცვლად – ამბობდი „ალას", როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას" - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა. ეზოში როცა იტკენდი რამეს, - ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! - მშობელი დედა. ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, - შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?! შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით ვინ ვერ ისვენებს?! - მშობელი დედა. ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?! ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, - ვინ იამაყებს?! - მშობელი დედა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |