Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » ლექსები
11:51 PM
ლექსები
დავეცი? მერე რაა.... ცხოვრება რთულია, არ გადამიარო!
ხელი მომეცი, წამომაყენე ადამიანო!
დავეცი? მერე რაა.... რა ჩემი ბრალია?!
ხელი მომეცი, იქნებ წამოვდგე, შენი ვალია!
დავეცი? მერე რაა... ისევ ავდგები, ცხოვრება ძნელია!
ხელი მომეცი, სულით დაცემა არა მჩვევია!
დავეცი? არ გადამიარო, წამომაყენე ადამიანო!


   



ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება  -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.




კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა

ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ.

სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს

კარებს გაიჯახუნებენ სხვასთან გერთობიან.

წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს

ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.

კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე

არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.

ქალი? - ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,

ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,

რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის

იქნებ ჩუმად აიტანოს უნებული ღალატიც

თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,

ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს,

მარტოობის წლები გულში დაეყრება ხანჯლებად,

შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.

ქალი? - უნდა გაუფრთხილდეთ სანამ ქვეყნად არსებობთ,

ქალი? - ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 869 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.