8:33 PM ლექსები | |
,,ვეღარ შევცვლი ბედისწერას" ვეღარ შევცვლი ბედისწერას, ვეღარ შევწყვეტ შენზე წერას, ვეღარ გაშორებ ჯიუტ წერას ნუ გამკიცხავ ეულ მწერალს. მე ვეღარ მოგთხოვ პატიებას, ვერც საფლავთან ატირებას... ნუ დამაყრი გულზე მიწას ნურც მომიწყობ გაცილებას. მხოლოდ ერთს გთხოვ, გაზაფხულზე, თუ მომიძღვნი ყოჩივარდებს... უკვე გაციებულ გულზე კვლავ მომისევ შენზე დარდებს ,,მზის ჩასვლას" მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწოდა დანაცრებული ნასახლარები, ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები ეკლესიასთან ნარნარ გოგოს მკვეთრად ესმოდა ხმა თბილი ეჟვნების, ეს სივარული რად იყო ღმერთთა და რად მიჰქონდა ქარს ვედრების იწვის სანთლები ელვარებს თვალნი დგას მკრთალი გოგო პატარძალის კაბით ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი ხატს ევედრება მკრთომარე ხელით უკანასკნელი ოცნების კვდომას ნარინჯისფერი მზის ჩასვლას გავდა ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |