8:35 PM ლექისი | |
სიკვდილის ვალი! ხმა დაირხა, რომ სიკვდილსაც მოჰკვდომია შვილი. სიმწარისგან მოსთქვამს მწარედ ,შეშლილივით ჰკივის. ცრემლის ზღვა აზვირთებულა, წაულეკავს ველი. ზის სიკვდილი სიკვდილის წინ და შვილის სულს ელის. შემოუცვამს შავი ძაძა,ჩადრით დაფარულა. სიკვდილი კი სირცხვილისგან სადღაც გაპარულა. . . . გზად ჩაიარა შავმა სიკვდილმა უცებ მოესმა გლოვა ტირილი და სიმწარისგან გამშრალ დედაბერს `` მიუსამძიმრა შვილის სიკვდილი`` . . . ჩამოიარა სიკვდილმა ვის კარზე რომ არ მომდგარა თავისთვის წაიბუტბუტა ``რა კარგი კაცი მომკვდარა`` | |
|
სულ კომენტარები: 0 | |