12:03 PM ქვიშის საათი . . . | |
ქვიშის საათი . . .
ქვიშის საათი ჩამოცლის წამებს... მე უშენობა უკვე მაწამებს, თუ გადაგულდა გული უშენოდ - მას დრო მკურნალიც ვეღარ უწამლებს. დროს შევაჩერებ , ვაბრუნებ საათს... იქნებ - შენი დრო ჩამომრჩა სადღაც, ხელებს გავშლი და დავხუჭავ თვალებს - შენს მოლოდინში დავითვლი წამებს. ისევ ჩამოცლის საათი წამებს - მას ჩემი ფიქრი სულ არ ა-წამებს, მისი მისია არის ი-წამოს - მე შენმა მოსვლამ უნდა მიწამლოს.... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |