4:40 PM ქუჩის ბოლოს | |
რუხ ოთახში სძინავს მთვარეს, როიალზე უკრავს ვიღაც, ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი აგინებს და ლანძღავს დილას. თეთრ ოთახში მომაკვდავი გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას, ცრემლმორევით მდგარი ბავშვი თვალს არიდებს დედის მზერას. რომ თენდება ვიღაც კვდება. ანდა ვიღაც ღრუბლებიდან ფრთა-მომტყდარი დედამიწას ენარცხება. ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |