5:12 PM ქუჩაში | |
როცა ქუჩაში ერთად მოვდივართ, შენი თვალების მზით ვარ შემცბარი, მე გაზაფხული თავი მგონია და შენი სახით მომყავს მერცხალი. როცა მარტო ვარ - ღიმილით მოდის ერთი, მეორე, მერე მესამე: - ბიჭო, იმ გოგოს რომ მიჰყვებოდი, გვითხარი, რატომ არ მოგვესალმე?! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |