Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 6 » ხშირად უნდა წახვიდე...
7:47 PM
ხშირად უნდა წახვიდე...

ხშირად უნდა გამექცე,
ხშირად უნდა წახვიდე.
რომ მოადგე მერე,კვლავ
ჩემი გულის ნაპირებს!

...სიყვარული ხანდახან
მიტომ გაინაპირებს,
რომ თავიდან წარღვნას
და ქარბორბალას აპირებს!

ხშირად უნდა შეხედო
საყვარელ ქალს შორიდან,
რომ დარწმუნდე მის მსგავსი
შენთვის არვინ შობილა!

მოინატრო ის მზერა,
მზესავით რომ გწყურია,
მის თვალებში ხომ მუდამ
შენთვის გაზაფხულია!

ნუ დაიწყებ მის ძებნას
სხვა ქალებში იცოდე,
სინანულის შეტევა
მერე არ შეგიცოდებს!

დააფასო უნდა ის,
რაც ცხოვრებამ ინება,
შენთვის ხომ სასწაული
გრძნობა გამოიმეტა!

ხოდა,თუკი წახვედი,
თუკი გაინაპირე,
მწყურვალი დაუბრუნდი
შენი გრძნობის ნაპირებს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 683 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.