Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » ხშირად მკაწრავდა ავი დროება....
3:28 PM
ხშირად მკაწრავდა ავი დროება....
მივეფერები ბოლოჯერ იებს,
გზას დავულოცავ არაგვის ტალღას.
დედას ვუტირებ!
ზედ გადავამტვრევ
სიკვდილს იმ თავის ცელსა თუ ნამგალს.
მერე მშვიდობით,
ამაყად წავალ.
გავყვები საით...
ამ გზებს ვინ იცის.
იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის,
ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი!
საგძლად წავიღებ,
მე თქვენს სიყვარულს.
გინდაც განვლილ გზას,
ნუ მომიწონებთ,
თითოჯერ მაინც ასწიეთ ჭიქა,
თითო სასმისით მე მომიგონეთ.
ცრემლით მიგლოვებს ჩემი ლამაზიც,
თან გამაყოლებს ცვარ-ნამს თვალისას,
ვახმეეე...
არ მინდა და მაინც ვანგრევ,
ოცნების კოშკებს ერთი ქალისას.
წავედი!
ბოლოს რა ლამაზია,
კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე.
ბედნიერი ვარ...
ჩემი ბილიკი,
წელში მოხრილმა არ გავიარე.
ბევრგან კი ვკაფე,
ნარიც, ეკალიც,
ხშირად მკაწრავდა ავი დროება...
და ახლა ვიცი მომეწონება,
ჩემი საფლავი და მყუდროება.  
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 671 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.