6:36 PM ქარმა ... | |
ქარმა გამომწვევად ხეებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა, წამო, წაგიყვანო, ცხრა მთას მოგატარებ, მერე, მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ. ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია, გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია. ქარმა სიყვარული აღარ გააცია, ფოთოლი გრძნობის ალში გაახვია. ახლაც აშრიალებს ქარი ლამაზ ფოთოლს, გულსაც გაუხარებს ალბათ წარა-მარა, მერე მიატოვებს სადღაც ქუჩის ბოლოს ვიღაც მეეზოვის ცოცხის ანაბარა... | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |