3:48 PM იცი რომ?!- ხელს მიშლი,ვიცხოვრო როგორც მსურს. | |
იცი რომ?!- ხელს მიშლი,ვიცხოვრო როგორც მსურს.
როგორც მსურს ისეთი გავხადო დღეები. ბაბუაწვერებს რომ ვუბერავდით სულს, ნაჭერშებმული ნატვრის ხეები.... იცი რომ?! სამყარომ შეწყვიტა ტორტმანი. და ახლა ნაბიჯებს სიმყარე აეკრო. ხელში მოყავისფრო ტყავის პორტმანი, ასფალტზე წვიმის წვეთი და ექო... საღამო.უტიფრად გვიმზერენ ჩვენ ორს და მე სკამის თავში და შენ- დამჯდარს ბოლოში. აქამდე ბავშვური სიცელქის მჯეროდა ახლა კი ვასრულებ "პეპელას" სოლოში. იცი რომ?! ხელახლა ვეჩვევი სამყაროს. ჩემიდან-შენამდე და ზოგჯერ პირიქით. მივდივარ,არ მინდა რომ თავი დავხარო, რომ თავი მოვიკლა გზა და გზა ფიქრით.... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |