Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » იანვარი » 1 » History Of Santa Claus
9:54 PM
History Of Santa Claus


საყვარელი თეთრწვერა, ლოყებწითელი კეთილი სანტა, ყოველ წელს სურვილებს გვისრულებს და ჩვენს საახალწლო განწყობაზე ზრუნავს. არსებობს ორი აზრი მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ის ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს. ხოლო ევროპელები თვლიან, რომ სანტა ფინეთში, ლაპლანდიის მაღალ მთებში ბინადრობს. სანტას აქვს უზარმაზარი რეზიდენცია, სადაც არის სათამაშოების მაღაზიები და სახელოსნოები, სადაც ელფები მთელი წლის მანძილზე ამზადებენ ბავშვებისთვის განკუთვნილ საჩუქრებს. სანტას მფრინავი ირმებიც ყავს. ალბათ გსმენიათ წითელ ცხვირიანი რუდოლფის ამბავი. სანტა შობის ღამეს, თავისი ჯადოსნური მარხილით შემოივლის მთელს მსოფლიოს, საკვამურიდან ძვრება სახლებში და ნაძვის ხესთან ტოვებს საჩუქრებს პატარებისთვის. ამ ყველაფერს ის ერთ ღამეში ასწრებს. მადლობა ღმერთს ქვეყნებს შორის დროის სხვაობა რომ არის
 ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სინამდვილეში საიდან მოვიდა სანტა? ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია. მე ვეცდები უფრო ახლოს გაგაცნოთ იგი.


თუ როგორ დამკვიდრდა ის ჩვენს ცხოვრებაში.
სანტა კლაუსი, იგივე წმინდა ნიკოლოზია. მისი ხსენების დღე ძველი სტილით 6 დეკემბერს (ახალი სტილით 19 დეკემბერს) არის. გერმანულ ლეგენდებში იგი მოხსენიებულია როგორც ყველაზე კეთილი, გულუხვი წმინდანი. მის შესახებ უამრავი საინტერესო ისტორია არსებობს, თუ როგორ ეხმარებოდა ის გაჭირვებულებს, როგორ ჩუქნიდა მათ საჩუქრებს.


ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასჯისგანაც კი უხსნია.ხალხმა არ დაივიწყა კეთილი, მხიარული წმინდანი. მისმა სიკეთემ და ქველმოქმედებამ განაპირობა მისი დამკვიდრება გერმანიაში, სადაც ბავშვები შობას იმოსებოდნენ როგორც წმინდა ნიკოლოზი და საჩუქრებს ურიგებდნენ თავიანთ მეგობრებს. ნელ-ნელა წმინდანი დანარჩენ ევროპასა და ამერიკაშიც გაიცნეს სანტა კლაუსის სახელით.

მის საბოლოოდ დამკვიდრებას და პოპულარიზაციას კი ”კოკა-კოლამ” შეუწყო ხელი. კოლის შექმნის ისტორიას არ მოგიყვებით, გიამობობთ თუ როგორ აღმოაჩინეს მათ თავიანთი სარეკლამო სახე.
”კოკა-კოლა”-ს გაყიდვები მნიშვნელოვნად მცირდებოდა ზამთარში, რადგან იგი გამაგრილებელი სასმელი იყო და ხალხს მიაჩნდა, რომ ის მხოლოდ ცხელ სეზონზე უნდა დაელიათ. ამიტომ საჭირო იყო ისეთი რეკლამის მოფიქრება, რომ ზამთარში გაყიდვები გაეზარდათ. ამისათვის მათ მოიფიქრეს სლოგანი: "წყურვილმა სეზონი არ იცის”და 1930 წელს დაიქირავეს ნიჭიერი მიჩიგანელი მხატვარი ჰედონ სანბლომი, რომელსაც უნდა შეექმნა სანტა კლაუსის სახე ნახატი რეკლამებისთვის.
მხატვარმა ჩაიხედა სარკეში და დახატა თავისი თავი, 60 სანტიმეტრით მაღალი, 45 კილოგრამით მსუქანი, თეთრი წვერით და წითელი ლოყებით. სანტას თბილი, მხიარული გამომეტყველება ჰქონდა. ჰედონი 1964 წლამდე ხატავდა სხვადასხვა რეკლამებს, რომლებიც მაშინელ გაზეთებსა და ჟურნალებში იბეჭდებდა. მალე რეკლამებში ბავშვებიც გამოჩნდნენ, მათი სახეები სანბლომმა თავისი მეზობელი პატარებისგან შექმნა. რაც შეეხება სანტას წითელ და თეთრ კოსტუმს, თუ გგონიათ, რომ ეს "კოკა-კოლის” სარეკლამო ფერების დამსახურებაა, ცდებით. სანბლომმა ძველი ლეგენდები გამოიყენა კლაუსის ტანისამოსის ფერის შერჩევისას
არ გაგიკვირდებათ როდესაც გეტყვით, რომ ამ რეკლამამ გაამართლა და თან როგორ. ხალხმა შეიყვარა მხიარული მოხუცი, განსაკუთრებით კი ბავშვებმა. ისინი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდნენ მის გარეგნობას, რომ ერთხელ როდესაც ნახატ რეკლამაში სანტას დიდი ქამარი უკუღმა ეკეთა, მათ უამრავი წერილი გაგზავნეს "კოკა-კოლას” ოფისში. ეს კი სავარაუდოდ იმიტომ მოხდა, რომ მხატვარი თავის თავს სარკეში ხატავდა და როგორც ჩანს მასაც უკუღმა ეკეთა ქამარი. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ რეკლამაში სანტას თითიდან საქორწილო ბეჭედი გაქრა. ამ შემთხვევაშიც უამრავი წერილი გაგზავნეს ოფისში. ხალხს აინტერესებდა რა დაემართა მისის კლაუსს.


"კოკა-კოლის” გაყიდვები კი გაიზარდა და სანტაც სამუდამოდ დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში.ჯერათ თუ არა მისი არსებობის, ფაქტია ის ნამდვილად არსებობდა. გულის სიღრმეში ალბათ მაინც ველოდებით რომ ახალ წელს სურვილებს შეგვისრულებს.

სანტას მისამართი:
ჩრდილოეთ პოლუსი: Father Christmas, North Pole, SAN TA1
ლაპლანდია: Santa Claus, Santa Clause Village, FIN-96930, Arctic Circle, Finland.


გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, რომ სანტა კლაუსმა ყველა თქვენი სურვილი შეასრულოს
HO HO HO!

კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2046 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-01-15 - 7:27 PM

http://s105.ucoz.net/sm/17/snegurochka.gifhttp://s105.ucoz.net/sm/17/snegurochka.gif

2012-01-08 - 6:42 PM

- Tu Gulit Daijereb Namdvilia wink biggrin snegurochka

2012-01-08 - 5:08 PM

es misamartebi namdvilia vitoom? :DD

2012-01-01 - 10:59 PM

Vameee ra sayvarlobaaaa snegurochka :* :* :*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.